ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მოქალაქეებს მოწუოდა, რომ აუცილებელი საქმის გარდა, სახლი არ დატოვონ.
ეზუგბაიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნამ მოსახლეობა არ უნდა გაათამამოს.
„თუ მონაცემები ასეთი სტაბილური დაგვრჩება, ალბათ, ვირუსის პირველი შემოტევა გადავლახეთ, მაგრამ ამითი ნუ გავთამამდებით. მინდა მოსახლეობას მივმართო, მიუხედავად აკრძალვების მოხსნისა, მაინც შეზღუდულად ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. დავიწესოთ თვითშეზღუდვები. დარჩი სახლში უნდა დარჩეს, ოღონდ აუცილებელ შემთხვევაში დავტოვოთ სახლი.
რამდენიმე დღეა შეინიშნება ხალხმრავალი ადგილები, ვთხოვდი მოსახლეობას აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ გარეთ. აუცილებელია, თვითშეზღუდვების გაგრძელება. ქვეყანას, ეკონომიკას სჭირდება განვითარება და ამისთვის შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო, მაგრამ თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეხედოს ამ სიტუაციას გაგებით და ეცადოს ნაკლებად მიიღოს მონაწილეობა თავყრილობებში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში 702 ინფიცირებულია. აქედან 456 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.