logo
ENG



ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს: ვის რა აზრი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს

23 მაი 202011:12
3 წუთის საკითხავი
 
hemwfcn4qhpcw4q.png

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში კოვიდ-19-ის მონაცემები რეალური არ არის. როგორც ეზუგბაიამ განმარტა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სტატისტიკა სწორია და მათ დამალვას აზრი არ აქვს.

„ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი არ არის. დაავადებული პაციენტების რაოდენობა არის 728 და ვისაც ეჭვი ეპარება, რა ვიცი... ჩემს აზრებს აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჭეშმარიტება ერთია - არის 728 დადასტურებული პაციენტი, ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს, ამიტომ აქ ლაპარაკს, ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა! ამას არ სჭირდება კომენტარები”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ პირს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანმა საქართველოში არსებული ოფიციალური სტატისტიკა ეჭვქვეშ დააყენა.

 


close დახურვა