logo
ENG



ეკა ბესელია: პროპოპორციულ სისტემაზე გადასვლისათვის პოლიტიკური ნებაა საჭირო

17 ნოე 201911:06
3 წუთის საკითხავი
 
hzezqab76q07aor.jpg

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე განმარტებებს აკეთებს. მისი განცხადებით, ყველა გზა არსებობს იმისთვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღოს უმრავლესობამ. მისივე განცხადებით, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება.

„ყველა გზა არსებობს იმისთვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღონ, უბრალოდ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ეს სიჯიუტე არის მაპროვოცირებელი გაცილებით უფრო მძაფრი პროტესტისა. მე იმედი მაქვს, რომ დარჩა ვინმე „ქართულ ოცნებაში“, ვინც აცნობიერებს, რომ ეს ნაბიჯები უნდა გადმოიდგას იმიტომ, რომ,  პრაქტიკულად, ნდობა დაკარგული აქვს ხელისუფლებას,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. მხარეებმა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო დეტალები შეათანხმეს და მოთხოვნებიც ჩამოაყალიბეს.

პროპორციული ვადამდელი არჩევნები, მთავრობის გადადგომა და ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ესაა ის მოთხოვნები, რომელთა გარშემოც ოპოზიციური სპექტრი ერთიანდება.


close დახურვა