logo
ENG



ეკა ბესელია: ჩინჩალაძე პარლამენტში მოდიოდა და კონსტიტუციურ პროექტს უსწორებდა კობახიძეს

23 ივნ 202021:52
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩინჩალაძე, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მყოფ ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციურ პროექტს უსწორებდა, რითიც პარლამენტში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობდა. მისივე განცხადებით, ჩინჩალაძის კლანი ყველგან ცდილობს, სიტუაცია სათავისოდ დაალაგოს.

„ჩინჩალაძის კლანი ყველგან ცდილობს, რომ სათავისოდ დაალაგოს სიტუაცია. არათუ საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ პარლამენტში შეეცადნენ პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ. მოდიოდნენ და კობახიძის კაბინეტში კონსტიტუციურ პროექტს უსწორებდა ჩინჩალაძე კობახიძეს. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობდა და მას შემდეგაც. ჩემი ქართული ოცნებიდან წამოსვლამდე 2019 წლის თებერვლამდე მინახავს და ვფიქრობ, რომ ახლაც გადის კობახიძე ჩინჩალაძესთან კონსულტაციებს. ის რაც ეხება სასამართლოს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მათ გარეშე ის არ იწერება. გამორიცხულია რაიმე გადაწყვეტილება სასამართლოსთან დაკავშირებით მიიღოს კობახიძემ ისე, რომ ის კონსულტირებული არ იყოს იმ ჯგუფთან.

მას ერთხელ ვუთხარი კი ხარ ახალგაზრდა პოლიტიკაში, გამოცდილება არ გაქვს-მეთქი, მაგრამ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ხარ არა-ს თქმა უნდა იცოდე რაღაცებზე და ყველაფერზე თავი არ უნდა უქნიო-მეთქი. არა-ს თქმა კიდევ კობახიძემ იმიტომ არ იცოდა, რომ პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა მაინც ვერ შეინარჩუნა ის თანამდებობა“, - განაცხდა ეკა ბესელიამ. 


close დახურვა