logo
ENG



ეკა ბესელია: ჩრდილელი ბოლომდე ითმენდა ამ ყველაფერს

12 დეკ 201922:19
3 წუთის საკითხავი
 
g2lb455j2q10ph6.jpg

"ოთარ ჩრდილელმაც დატოვა დეპუტატის მანდატი. მასთან ვმეგობრობ და ღირსეული ადამიანია ძალიან. სულ წუხდა ამ პროცესის გამო და სულ ჰქონდა უკმაყოფილება",-ამგვარად გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიამ ოთარ ჩრდილელის გადაწყვეტილებას. როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა, ჩრდილელის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ისედაც დიდი ხანი ითმინა უსამართლობა. 

"არ მახსოვს მშვიდი ყოფილიყო და ბოლომდე ითმინა ეს ყველაფერი. რა დანაკარგამდე მივიდა „ქართული ოცნება“, ამას თუ გადახედავენ როგორ დაზიანდნენ და დააზიანეს ქვეყანა, ამ სურათს თუ რომელიმე გაანალიზებს, ვისაც ჭკუა მოეკითხება, უმძიმესი სურათია და უჭირისუფლო",-აღნიშნა ბესელიამ.


close დახურვა