"ეს კანონის დარღვევაა და დაუშვებელია",- ასე აფასებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სოფო ზურაბიანის “პოლიტიკის ფორმულაში“, სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში დღევანდელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. მისი თქმით, ეს ფაქტი კანონით კონფიდენციალურია, მაგრამ ამ გზით ხელისუფლება შეეცადა მოქალაქეების დაშინებას.
"აქ იყო კანონის დარღვევის ნიშნები და ცხადია ლომჯარიასთვის და მისი აპარატისთვის წინაღობის შექმნის მცდელობაა. მარტივად რომ ითქვას, გაუგზავნეს კონკრეტული გზავნილი ყველა პატიმარს, რომ თუ სახალხო დამცველს ან მის რომელიმე წარმომადგენელებს შეხვდებით, ამის შესახებ გაიგებს ყველა. ეს კანონის დარღვევაა და დაუშვებელია, რადგან აქამდე აღნიშნული ქმედება იყო კონფიდენციალური ინფორმაცია. შესაბამისად, ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე",-აღნიშნავს გიგაური.