logo
ENG



ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

31 ივლ 202312:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/31/3uoi3xns9ug1g99.jpg

ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით", - წერს ხოფერია Facebook-ზე. 

ხოფერიას თქმით, ამიერიდან სამინისტროს მისი კოლეგა - ნანა გაბელია უხელმძღვანელებს.

ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად 2020 წლის 29 დეკემბერს დაინიშნა. 


close დახურვა