logo
ENG



ეკატერინე გორგოძე WTA-ის ტურნირზე ერთეულებში ნახევარფინალში, წყვილებში კი ფინალში იასპარზებს

20 ნოე 202116:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/20/1ck1eign3oo0iaf.jpg

საქართველოს ქალთა ჩოგბურთის მეორე ნომერი WTA-ის ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

ეკატერინე გორგოძე ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მიმდინარე ტურნირზე ერთეულებში ნახევარფინალურ, ხოლო წყვილთა თანრიგში ფინალურ ეტაპზე გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელმა ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალში ჩინელი იოუ ორ სეტში ანგარიშით (6:1 , 6:3 ) დაამარცხა და ნახევარფინალში, ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილ, ფრანგ დაიან პარის შეხვდება. - შეხვედრა, თბილისის დროით, 00:01 საათზე დაიწყება.

წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ეკატერინე გორგოძემ და ბარა ირინამ კარლე/ პიგოსის წყვილი ორ სეტში 6:2 7:5 დაამარცხეს და ხვალ ტურნირის ფინალში ითამაშებენ.

ქართველ-რუმინულის წყვილმა ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი, ტრანსილვანიისა და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლო.


close დახურვა