logo
ENG



ეკატერინე ტიკარაძე: სწრაფი ტესტები თავდაპირველად მარნეულის მოსახლეობას ჩაუტარდება

24 მარ 202013:47
3 წუთის საკითხავი
 

​ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში სპეცრეისი ჩამოფრინდება, რომელიც სწრაფ ტესტებს ჩამოიტანს. 

მისი განცხადებით, საქართველოში ორი სახის სწრაფი ტესტი ჩამოდის და მათი შემოტანა 4 ეტაპად განხორციელდება.

კითხვაზე, შეეძლებათ თუ არა კლინიკებს ტესტების კომერციალიზაცია, ტიკარაძე აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე კლინიკებს ამის საშუალება არ ექნებათ.

„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში. მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი იმის მსგავსი იქნება, რომელიც საქართველოსი უკვე გვაქვს და უბრალოდ მარაგების კიდევ შევსება მოხდება. ხოლო მეორე - არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აინფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას.

"ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ეპიდემიური აფეთქების რისკია, დავიწყებთ მოსახლეობის გამოკვლევას. ამ ეტაპისთვის მარნეულის რეგიონია შერჩეული. ჩვენ ვყიდულობთ დიდი რაოდენობის ტესტებს, რომელთა შემოტანაც საქართველოში 4 ეტაპად მოხდება. ამ ეტაპზე კლინიკების მხრიდან ტესტების კომერციალიზაცია მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 


close დახურვა