logo
ENG



ეკონომიკურ ბლოკს პოსტ კრიზისული გეგმის მომზადება დაევალა

18 მარ 202016:07
3 წუთის საკითხავი
 
0il7zpv9e565ste.png

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ეკონომიკურ ბლოკს პოსტ კრიზისული გეგმის მომზადება დაევალა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ეკონომიკურ ბლოკს მიეცა დამატებითი დავალება, რომ მათ წარმოადგინონ პოსტკრიზისული გეგმა, რომელიც ჩვენ მოგვამზადებს სახელმწიფოს და ბიზნესს, რომ როდესაც დაძლეული იქნება კრიზისი, სწრაფად დავიბრუნოთ ის პოზიციები, რაც გვქონდა ეკონომიკაში და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სუბიექტებს დაბრუნდნენ ისეთ ბიზნეს გარემოში, როგორიც მათთვის აქამდე იყო ჩვეული. დამატებითი სტიმულირების მექანიზმებზე სახელმწიფო უკვე ფიქრობს, მას შემდეგ, რაც კრიზისი იქნება გადანახული“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მანვე აღნიშნა, რომ სხდომაზე დავალება მიეცა „საქართველოს ფოსტასაც“, 70 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებსაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ, სახელმწიფო სერვისების მიწოდებით უზრუნველყოს.

საქართველოს ფოსტას აქვს დავალება, რომ მოქალაქეებს, რომელთაც ჩვენ მივეცით რეკომენდაცია 70 წელს გადაცილებულებს, რომ დარჩნენ სახლში და იყვნენ იზოლირებული, ვინც არიან სოციალურად დაუცველები და მარტოხელები, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს ყველა სერვისის მიწოდებას ადგილზე და ხელს შევუწყობთ, რომ მათ ჯანმრელობას საფრთხე არ დაემუქროს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, დილიდან მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გამო შექმნილი უწყებათაშორისი კომისია შეხვედრებს მართავს. კომისია უკვე შეხვდა ჯანდაცვისა და ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. დღესვე, კომისიის კიდევ ერთი შეხვედრა სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით შედგება


close დახურვა