logo
ENG



ელენე ხოშტარია: 20 ივნისი ქართული ოცნების სირცხვილის დღეა

20 ივნ 202019:22
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციიას ეხმაურება.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, 20 ივნისი საქართველოში გარდამტეხ თარიღად იქცა. მისივე თქმით, სწორედ გავრილოვის ღამის მოვლენები გახდა ქართულ პოლიტიკაში ცვლილებების შემომტანი. 

"20 ივნისი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ის ჩვენი ისტორიის წარუშლელი ნაწილი გახდა. ეს არის ტკივილის დღე. კონკრეტული ადამიანები არიან დაზარალებულები და ამაზე არავინ პასუხი არ აგო. მეორე - ეს არის „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღე. მესამე - ეს არის ქართული საზოგადოების ღირსების დღე, რადგან მათ დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და ის ლაფი, რაც რუსეთმა დაგვასხა, ხალხმა აქციებით მოწმინდა. მეოთხე - არის ცვლილებების დღე. დაიწყო ბრძოლა დასავლური ორიენტაციისთვის. ადამიანებმა ირწმუნეს, რომ მათი შეუპოვრობა ტეხავს ნებისმიერ მთავრობას, როგორ ძლიერადაც არ უნდა გამოიყურებოდეს. ჯერ კიდევ შუა პროცესში ვართ - პროპორციული მისაღწევია, გიორგი რურუა გამოსაშვებია, სასამართლო ასაწყობია, „ქართული ოცნება“ შესაცვლელია. ჩემთვის 20 ივნისი იმედის მომცემი დღეა. ისინი უფრო ახლოს არიან რუსულ პროპაგანდასთან. „ქართულ ოცნებას“ გავრილოვის და ლავროვის მესიჯბოქსით ლაპარაკობს. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება ამას არ მოითმენს. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველო არის ლიბერალიზმისკენ, დემოკრატიისკენ და თავისუფლების მოყვარული ქვეყანა", - განაცხადა ელენ ხოშტარიამ "ფორმულას" ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს


close დახურვა