logo
ENG



ელენე ხოშტარია: პოლიცია არის გაჭყლეტილი ქართული ოცნების ძალის ქვეშ

16 ნოე 201911:37
3 წუთის საკითხავი
 
ou0pj2xgjes7ya6.jpg

პოლიცია არის გაჭყლეტილი ქართული ოცნების ძალის ქვეშ, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია აკეთებს. მისივე განცხადებით, მას პოლიციასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, რადგან მათ სხვა არჩევნის საშუალება არ აქვთ.

„გამომიყვანეს შესასვლელიდან, რომლსაც ვბლოკავდით, მერე გამომიყვანეს ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც იქ არიან. არანაირი პრეტენზია პოლიციელების მიმართ არ მაქვს იმიტომ, რომ დღეს ამათ არ აქვთ არჩევანი. „ქართული ოცნება“ აიძულებს, რომ ემსახუროს მათ და არა ქვეყანას. სწორედ ეს უნდა შევცვალოთ, რომ მინისტრი და პრეზიდენტი კი არ არის ამოსავალი წერტილი, არამედ კანონი და თითოეული ადამიანის თავისუფლება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათიდან  უმრავლესობის სხდომა იმართება. ადგილზე იმართება საპროტესტო აქცია, სადაც საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

 


close დახურვა