ბრიტანელი დეპუტატი, თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ტობიას ელვუდი აცხადებს, რომ ზაპოროჟიას ბირთვული ელექტროსადგურის ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, რომელმაც შესაძლოა პოტენციურად რადიაცული გაჟონვა გამოიწვიოს, NATO-ს მეხუთე მუხლის დარღვევა იქნება.
Let’s make it clear now:
ANY deliberate damage causing potential radiation leak to a Ukrainian nuclear reactor would be a breach of NATO’s Article 5.@thetimes pic.twitter.com/FFv6KR1xdq
ელვუდის ამ განცხადებას ამერიკელი პოლიტიკოსი, ადამ კინზინგერიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ეს 100 პროცენტით სიმართლეა".
"ეს მართლაც არ ექვემდებარება განხილვას. ნატოს ქვეყნებში ადამიანების დახოცვა მე-5 მუხლის დარღვევაა".
This really isn’t even up for debate. Any leak will kill people in NATO countries, that’s an automatic article 5
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლის თანახმად, NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა მის ყველა წევრზე თავდასხმაა.
***
ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დანაღმეს.
6 აგვისტოს ენერგოატომმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.
ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.
13 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა ინჟინერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, "საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდება".
14 აგვისტოს 42 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს.
18 აგვისტოს რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე უარი თქვა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიას ბირთვული სადგურის უსაფრთხოება შეიძლება გაეროს/საერთაშორისო ინსპექტორების ვიზიტის შემდეგ აღდგეს.
19 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ექსპერტთა მისიის ზაპოროჟიეს სადგურში გაგზავნას.