logo
ENG



ელისაშვილი: განა პრეზიდენტის, საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16-ში, 20-შიც ერთად ვიყოთ

14 ივნ 202223:50
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი: განა პრეზიდენტის, საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16-ში, 20-შიც ერთად ვიყოთ
ფოტო: რადიო თავისუფლება

17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 7 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ, მარა გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ (პრორუსების და მამაძაღლების გარდა) საკუთარ ჭუჭრუტანებს რო ვაჯობოთ ტეხავს? დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მარა ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქუთ, ამოვისუნთქოთ - ჩვენ ჰორიზონტალურ "მე იქ იმასთან არ მივალ" ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს - ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ, რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების, საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16-ში - ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავენახოთ, რომ ბევრნი ვართ!


close დახურვა