logo
ENG



ელისაშვილი: ელჩთან საერთო შეთანხმებით მოვედით, პოლიტიკურ კრიზისზე ვისაუბრებთ

12 ნოე 202015:47
3 წუთის საკითხავი
clock 1287

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებს მოკლედ განუცხადა, რომ შეხვედრაზე განხილვის საგანი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იქნება. მან შეხვედრის დაწყებამდე დეტალებზე არ ისაუბრა. 

"საერთო შეთანხმება იყო [ელჩთან შეხვედრა], პოლიტიკურ კრიზისზე იქნება საუბარი", - თქვა ალეკო ელისშვილმა.  

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მივიდნენ. იქ არის პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილიც.

აშშ-ს ელჩის საცხოვრებელ სახლშია ევროკავშირის ელჩიც.

რეზიდენციაში შესვლამდე ლიდერების უმრავლესობას კომენტარი არ გაუკეთებია.


close დახურვა