პარტია მოქალაქეების დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში განათლების სისტემის შეცვლა. ამის შესახებ მან ფორმულას გადაცემაში, პოლიტმეტრში ისაუბრა.
ის მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარება სწორედ განათლებულ ადამიანებზე დგას.
ფორმულას წამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე - თუ რა იქნება მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი მიმართულება და რითი იქნება ის განსხვავებული და გამორჩეული, ელისაშვილი ასე პასუხობს:
"გამორჩეული და განსხვავებული რა იქნება არ ვიცი, მე იადონივით გალობას და ცეკვას ვერ დავიწყებ, რაც ვიყავი ის ვარ და რისთვისაც ვარ პოლიტიკაში იმას გავაგრძელებ, რომ მე მინდა, ეს დაბეჩავებული და გაღატაკებული, გასაცოდავებული ქვეყანა გახდეს ღირსეული. ისეთი სახელმწიფო გახდეს, სადაც ბოლოს და ბოლოს ქართველები ვიცხოვრებთ ღირსეულად. ჩვენ დავიმსახურეთ ამ 30 წლის გაჭირვების, უშუქობის, უგაზობის და ათასი ჯანდაბის მერე ღირსეულად ვიცხოვროთ. ამისთვის ვიყავი პოლიტიკაში, ამისთვის ვიბრძოდი და ვიბრძოლებ. განათლების სისტემას თუ მივხედავთ, და იმ აგიტატორებს პოლიტიკურ კომპონენტს მოვაშორებთ და კვალიფიკაციაზე გადავიტანთ აქცენტს, მაშინ მივიღებთ იმას რომ ბავშვები ნორმალურ განათლებას მიიღებენ. ეს ბავშვები მერე გაამდიდრებენ საქართველოს", - განაცხადა ელისაშვილმა.