logo
ENG



ელისაშვილი: მოვიდნენ კაცო ის დეპუტატები, იქნება და ვატარებთ

18 ნოე 201915:02
3 წუთის საკითხავი
 
ymbeustgpxgf0vj.png

 

„ნუ გვემუქრება შს სამინისტრო, თუ რამის შნო აქვთ, ვაჟა გაფრინდაშვილია ეგერ ცხინვალში გამოკეტილი,“ - ასე გამოეხმაურა შს სამინისტროს განცხადებას, სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი.

როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, აქცია მშვიდობიანია და არავისი არ ეშინიათ.

„ვატარებთ მშვიდობიან აქციას. მოვიდნენ კაცო ის დეპუტატები, იქნება და ვატარებთ, იქნებ შენიშვნები გვაქვს ბიუჯეტთან დაკავშირებით. ნუ გვემუქრება შს სამინისტრო. თუ რამის შნო აქვთ, ვაჟა გაფრინდაშვილია ეგერ ცხინვალში გამოკეტილი, ან 67 წლის დამტვრეული ქალი, რომელიც ვერ გადმოყათ. არავის ეშინია მათი,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

 


close დახურვა