საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა ამბობს, რომ საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს 3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრაში, რომელიც თურქეთში უნდა გაიმართოს.
მისი კომენტარი Daily Sabah-მა გაავრცელა.
"საქართველო დანამდვილებით არ დაესწრება 3+3 ფორმატის შეხვედრას". - თქვა ჯანჯღავამ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავიშოღლუს თქმით, მისი ქვეყანა იმედოვნებს, რომ საქართველო დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
Daily Sabah-ის მიხედვით, თურქეთს სჯერა, რომ მუდმივი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ხალხს შორის მხოლოდ ორმხრივი, უსაფრთხოებაზე დამყარებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი,
გამოცემის მიხედვით, ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან, სომხეთს კი განიხილავს, როგორც საქართველოს ისტორიულ და კარგი მეგობარს იმ სამეზობლოში, რომელიც სახლია ირანისთვის.
"თუმცა, რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%". - ამბობს ელჩი.
3+3, რუსეთის იდეის მიხედვით, არის 6 ქვეყნის ფორმატი და მოიაზრება, რომ მასში საქართველო რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი უნდა მონაწილეობდნენ და თანამშრომლობდნენ. ფორმატის მიხედვით, ნაგულისხმებია უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხების მოცვა.
3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს.
თუმცა, საქართველო 3+3-ზე უარს ამბობს.
ფორმატის ფარგლებში პირველი სხდომა 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წარმოდგენილი არ ყოფილა, შეხვედრის ოთახში მაინც იდგა საქართველოს დროშა. დროშის განთავსება დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.