საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა.
ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
"პატივისცემა უკრაინასა და მის ხალხს. პატივისცემა თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი სიმამაცისა და ერთგულებისთვის", - წერს მაკრონი.
Hommage à l’Ukraine et à son peuple.
Hommage à toi, cher Volodymyr, pour ton courage et ton engagement. pic.twitter.com/6sN2iVUWrl
საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებისთვის გასცემს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში გუშინ ჩაფრინდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა.
მანამდე, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს, მეფე ჩარლზ III-ს და სიტყვით გამოვიდა პარლამენტშიც.
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სამიტს დაესწრება.