ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარით გადმოსვლის მცდელობისას, 3 ქალი დაიკარგა. არის ვარაუდი, რომ ისინი ენგურში დაიხრჩვნენ.
არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებული ქალბატონებიდან, ერთის ცხედარი ნაპოვნია, ორს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ღონისძიებები ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით ქართული მხარე ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს და ფაქტსაც არ ადასტურებს.