logo
ENG



ენდელაძე: 1 192 შემთხვევიდან 471 თბილისში გამოვლინდა, 343 აჭარაში

18 ოქტ 202011:17
3 წუთის საკითხავი
 
ენდელაძე: 1 192 შემთხვევიდან 471 თბილისში გამოვლინდა, 343 აჭარაში

ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში გამოვლინდა, 343 - აჭარაში, 211 - იმერეთში, 45 - სამეგრელო-ზემოსვანეთში, 37 - შიდა-ქართლში, 39 - ქვემო-ქართლში, 18 - გურიაში, 14 - სამცხე-ჯავახეთში, 13 - მცხეთა-მთიანეთში, 11 - კახეთში.

დღეს, 18 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 233.

NCDC-ის ცნობით ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 888 PCR ტესტირება ჩატარდა.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 17 477 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 


close დახურვა