ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 3 114 აქტიური შემთხვევაა, მათგან 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ენდელაძის თქმით, 19 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან, 17 მართვით სუნთქვაზეა.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილებას, აჭარაში კორონავირუსის ახალი, 166 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 55, თბილისში - 41, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 3, კახეთში - 1, გურიაში - 9
როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ყველა ინფიცირების წყარო ცნობილია. მისივე თქმით, გაზრდილია ტესტირების რაოდენობაც, რადგან, ენდელაძის განმარტებით, ტესტირება ინფიცირებულთა ზრდასთან და მათთან არსებულ კონტაქტებთან არის კავშირში.