logo
ENG



ენდელაძე: აქტიური შემთხვევებიდან 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 17 მართვით სუნთქვაზეა

27 სექ 202011:11
3 წუთის საკითხავი
 
dxrt099fi3w5v1r.png

ინფექცირი საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 3 348 აქტიური შემთხვევიდან 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზეა.

რაც შეეხება ახალი შემთხვევების განაწილებას, კორონავირუსის ახალი 294 შემთხვევიდან 193 აჭარაში გამოვლინდა, 43 - თბილისში, 16 - გურიაში, 14 - იმერეთში, 11 - სამეგრელო-ზემოსვანეთში, 5-5 სამცხე ჯავახეთსა და ქვემო-ქართლში, 4 შიდა-ქართლში, 2- კახეთში, 2 - მცხეთა მთიანეთში. 

დღეს, 27 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი 294 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 87-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1906 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.


close დახურვა