logo
ENG



ენდელაძე: ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 259 აჭარაში, ხოლო 111 თბილისში დადასტურდა

07 ოქტ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 
q0sbu3rgevekwiq.png

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული კლინიკის ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარაში, 111 კი თბილისში დადასტურდა. 

მისივე განცხადებით, აჭარაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 51%-ით შემცირდა, ხოლო თბილისში 22%-ით მოიმატა.

"დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან აჭარაში შედარებით შემცირდა რაოდენობა, 51% არის ეხლა საერთო დადასტურებულების და ეს გახლავთ 259 შემთხვევა აჭარაში. ცოტათი იმატა თბილისში დადასტურებულმა შემთხვევებმა 22%-ით და დღეს 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთში 91 ახალი შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 25 ახალი შემთხვევა, გურიაში 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში 5-5 პაციენტია ინფიცირებული, ხოლო შიდა ქართლსა და კახეთში 2-2", - განაცხადა მარინე ენდელაძემ

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 ადამიანი, ხოლო 4 კი გარდაიცვალა.

ჯამში, ვირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა