logo
ENG



ენდელაძე: გვყავს რამდენიმე მძიმე პაციენტი, თუმცა ვფიქრობთ, რომ პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება

09 ივნ 202010:29
3 წუთის საკითხავი
 

2 პაციენტის გამოჯანმრთელობას ელოდებიან დღეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ამ დროისთვის კლინიკაში 40 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა კლინიკაში ისევ რჩება რამდენიმე მძიმე პაციენტი.

„ინფექციური პათოლოგიის ცენტრში გახლავთ 40 პაციენტი. გაეწერა 6 გამოჯანმრთელებული ბინაზე, ველოდებით კიდევ 2 პაციენტის გამოჯამრთელებას. ზოგადი მდგომარეობა პაციენტების უმეტესობის არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, გვყავს მძიმე ავადმყოფიც რამდენიმე, თუმცა ვფიქრობთ, რომ პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 


close დახურვა