logo
ENG



ენდელაძე: ინფიცირებული პაციენტებიდან 43 კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 41 მართვით სუნთქვაზეა

04 ოქტ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 3 874 აქტიური შემთხვევიდან, 43 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 41 მართვით სუნთქვაზეა.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, 43 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

დღეს, 4 ოქტომბერს, ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი გარდაიცვალა - 2.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 8 118 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 4 244 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 50.


close დახურვა