logo
ENG



ენდელაძე: კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში გამოვლინდა, 65 - თბილისში

04 ოქტ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 
t8epwgdao1nk69g.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში გამოვლინდა.

ენდელაძის თქმით, თბილისში - 65 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, იმერეთში - 63, სამეგრელო ზემო სვანეთში - 28, ქვემო ქართლში - 11, შიდა ქართლსა და გურიაში  6-6, მცხეთა მთიანეთში 4 და კახეთში - 1 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 252 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში COVID-19 სულ 8 118 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4 244 უკვე გამოჯანმრთელდა, 50 კი დაიღუპა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5392 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1100 პირი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.


close დახურვა