ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული კლინიკის ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3 379 აქტიური შემთხვევაა. მათგან 38 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც ენდელაძემ აღნიშნა, მართვით სუნთქვაზე მყოფი, 9 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმყოვანილი.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ინფიცირების ახალი შემთხვევების განაწილებას, 453 ახალი შემთხვევიდან აჭარაში 297 შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში - 78, იმერეთში - 52, სამეგრელო-ზემოსვანეთში - 6, შიდა-ქართლში - 6, გურიაში - 6, ქვემო-ქართლში - 2, კახეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 2, სამცხე-ჯავახეთში - 1.
დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 295 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.