logo
ENG



ენდელაძე: მდგომარეობა საგანგაშოდ არ ითვლება, მაგრამ ძალიან საყურადღებოა

29 სექ 202011:18
3 წუთის საკითხავი
 
km9u7mdqtkxbf5g.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა მზადაა, ინფიცირებულებს შესაბამისი მკურნალობა გაუწიოს.

"ეს მონაცემები საგანგაშოდ არ ითვლება, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, სერიოზული გაფრთხილება გვჭირდება. ჯანდაცვა მზად არის როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე აჭარაში. აჭარას როგორც ვიცი, ემსახურება 8 სტაციონარი, ადგილები ყოველთვის არის თავისუფალი მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტებისათვის. ასევე, არის საკარანტინო სასტუმროები, სადაც მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები და ნაწილი რჩება ბინაზე, ეს გახლავთ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები", - განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ქვეყანა კვლავ მწვანე ზონაში, ენდელაძემ თქვა, რომ "ჯერჯერობით მწვანე ზონაშია".

საქართველოში დღეს, 29 სექტემბერს, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 314-ით გაიზარდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი, 1 კი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 8 664 PCR ტესტი ჩატარდა.


close დახურვა