logo
ENG



ენკა მზადაა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს

16 აპრ 202112:44
3 წუთის საკითხავი
clock 811
2021/04/16/dn132ebkxkqdtdm.jpg

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ გამოთქვა მზადყოფნა ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, მწვანეები, განახლებადი ენერგიების ასოციაცია და სხვა.

საბჭოს წევრი იოსებ ცაბაძე არსებული კვლევების პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა საბჭოს წევრებისა და დარგის სპეციალისტებისთვის წარადგენს და მათთან ერთად მოხდება განხილვა. 

პრეზენტაცია დღეს, 16 აპრილს გაიმართება. 

გუშინ, 15 აპრილს მთავრობის წარმომადგენლებსა და ნამახვანჰესის აქციის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადადიან. 

სამ თვეზე მეტია რიონის ხეობის მცველები და აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. 

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

 

 


close დახურვა