კითხვები ერთიანობაზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში დიდი ხანია ისმის. შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხზე უმსხვილეს ოპოზიციურ ძალაში, შესაძლოა სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს... თუმცა ჩატარებულმა პრაიმერიზმა გვაჩვენა ამ კუთხით მიღწეული პროგრესი და მცდელობა, რომ დაძაბული კონკურენციის პირობებში პარტია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. არჩევნების შედეგებს უკვე ხვალ გავიგებთ და ამ ახალი ეტაპისთვის პოლიტიკოსების შინაგანი მზაობა სწორედ ძალაუფლების გადაბარებასა და გამარჯვების თუ დამარცხების აღიარების კულტურაში გამოიხატება. თუმცა არჩევნები, რა თქმა უნდა მხოლოდ დასაწყისია იმ რთული პოლიტიკური პროცესების, რომელიც მას მოჰყვება. აშკარა მხოლოდ ისაა, რომ არჩევნები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადატვირთვის კარგი მცდელობა იყო, თუმცა რამდენად წარმატებული ჯერ არ ვიცით - თუ რატომ, დროება მოგვიყვება.
ენმ-ის გადატვირთვა - დროება
29 იან 202319:42
3 წუთის საკითხავი