ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე - ლევან ბეჟაშვილი. დღევანდელ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.
სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ "დღეიდან იწყებენ ახალ ფურცელს და აღიარებენ ერთ მტერს - რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს".
დღევანდელ ყრილობას არ ესწრებოდა ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი - 3,73%, ნიკა მელია - 40%, გიორგი მუმლაძე - 3.68%, ლევან ხაბეიშვილი - 52,58%.