ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში შეხვედრებს იწყებს.
პარტიის წევრები დღეს შეხვედრებს გამართავენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ატლანტიკურ საბჭოსთან და ჯეიმსთაუნის ფონდთან.
ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრებთან - ნონა მამულაშვილთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 ივნისს გაემგზავრა.