ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდამსხმელები პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია, არადა სათვალთვალო კამერაში ნათლად ჩანს დამნაშავე. ოპოზიციური პარტიის ოფისს გორში მეცხრედ დაესხნენ თავს, ჩამტვრეულია კარი და შუშები. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ძალადობის კვალი საბოლოდ მმართველ გუნდამდე მივა, ოცნება კი ამ დროს წახალისებულ დანაშაულზე პასუხისმგებლობას იხსნის და ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმაში თავად ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.
ენმ-ის ოფისზე თავდასხმის მეცხრე შემთხვევა გორში
11 იან 202320:34
3 წუთის საკითხავი