ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნონა მამულაშვილმა პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატის გამოსვლის დროს რუსეთის ჰიმნი ჩართო.
მიხეილ სარჯველაძის გამოსვლისას რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე რუსეთის ჰიმნი აჟღერდა, რის გამოც დეპუტატის გამოსვლა შეფერხდა.
ენმ-ის წევრის პერფორმანსს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და განაცხადა, რომ "სირცხვილია" ის, რაც დარბაზში მოხდა.
„ადგილას, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ, ბრწყინვალე მაგალითია, ბრავო! სირცხვილია, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, რუსეთის ჰიმნი ჩართეთ, კარგად აჩვენებს ყველაფერს, დამნახავი დაინახავს", - თქვა კახა კუჭავამ.