logo
ENG



ენმ: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ აღადგინონ ურთიერთობები უკრაინასთან

28 ივნ 202321:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/1zgvbxl640re35g.jpg

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, გიორგი ბარამიძემ ბრიფინგისას განაცხადა.

"გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ზელენსკის, რომ მას არ წარმოუდგენია უკრაინის გამარჯვება უკრაინის მთლიანობის და საქართველოს მთლიანობის აღდგენის გარეშე. აქედან გამომდინარე, გვინდა, მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას.

დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენს მოძმე უკრაინელ ერთან, ამ სახელმწიფოსთან ჩვენი ურთიერთობების, საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის. არ შეიძლება, დაუშვებელია და ეროვნული ინტერესების ღალატია, როდესაც საქართველო არის ზურგშებრუნებული უკრაინასთან. როდესაც საქართველოში არ არის უკრაინის ელჩი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად, მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის და მთელი ცივილიზებული სამყაროს მტერს - რუსეთს. მოვუწოდებთ მათ, რომ გონს მოეგონ, სასწრაფოდ აღადგინონ ურთიერთობები უკრაინასთან", - ამბობს ბარამიძე.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვებით არაერთი ქვეყანა მოიგებს, მათ შორის საქართველო და მოლდოვა.


close დახურვა