ნაციონალური მოძრაობა რუსეთისთვის ცის ჩაკეტვასა და რუსული პროპაგანდისტული არხების აკრძალვას ითხოვს.
განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა:
"რატომ უდგას გვერდში ჩვენს ძმებსა და დებს, უკრაინას მთელი მსოფლიო? იმიტომ რომ იცავენ მთელ მსოფლიოში ღირსებას, თავისუფლებას და თავმოყვარეობას და ჩვენ არ ვჩანვართ. ამიტომ ეს ორი მოთხოვნა - ქართული საჰაერო სივრცე უნდა ჩაიკეტოს პუტინის რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა და პუტინის რუსეთის მთელი ეს პროპაგანდისტული არხები საქართველოში აღარ უნდა მაუწყებლობდეს", - თქვა მელიამ ბრიფინგზე.
დღეს, 28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსული ავიაკომპანიებისთვის ცას კეტავს და კრძალავს ორ სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიას - Russia Today-სა და სპუტნიკს.