logo
ENG



ენტონი ფაუჩი კორონავირუსზე: არ შეიძლება, ხელოვნურად იყოს შექმნილი

05 მაი 202018:33
3 წუთის საკითხავი
 
prj1kz478oigoe3.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი არ ეთანხმება მოსაზრებებს, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ან ჩინეთის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა.

როგორც ფაუჩიმ ჟურნალ National Geographic-თან ინტერვიუში განაცხადა, სამეცნიერო მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ვირუსი ბუნებრივად წარმოიქმნა და შემდეგ სხვადასხვა სახეობებზე გადავიდა.

„თუ დავაკვირდებით ვირუსის ევოლუციას ღამურებში და იმ სამეცნიერო მტკიცებულებებს, რაც გვაქვს, დავინახავთ, რომ ამ ვირუსით ხელოვნურად ან მიზანმიმართულად მანიპულირება შეუძლებელი იყო. ვირუსმა ბუნებაში განიცადა ევოლუცია და ამის შემდეგ, სხვადასხვა სახეობებზე გადავიდა“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა აღნიშნეს, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ვირუსი ჩინეთში, ვუჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა.


close დახურვა