logo
ENG



ეპისკოპოსი დოსითეოსი: ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და იმედია, ასე დარჩება

11 თებ 202111:03
3 წუთის საკითხავი
 

ეპისკოპოსმა დოსითეოსმა, წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზრით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და სავარაუდოდ, ანალოგიურად უნდა ფიქრობდნენ სხვა მღვდელმთვრები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე ერთერთი განსახილველი საკითხი კორონავირუსის ვაქცინაც იქნება.

"პირადად, როგორც ერთ ადამიანს, მაქვს აზრი იმისა, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება, იმედია. ალბათ, სინოდის წევრებიც, შეიძლება, ასე ფიქრობდნენ, რადგან ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც თვითონ ჯანმომ მიიღო", - განაცხადა დოსითეოზმა.

წმინდა სინოდის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი საკითხი რაზეც შეიძლება სინოდის სხდომაზე იმსჯელონ მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთაა.


close დახურვა