ბოდბელი ეპისკოპოსი იოაკობი საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ქვეყანა ამ მიმართულებით ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. მისი თქმით, დღეს საქართველოს ეკონომიკა დაპაუზებულია, რაც პირდაპირ აისახება მოსახლების კეთილდღეობაზე და შესაბამისად, ადამიანებს სიღატაკეში უწევთ ცხოვრება. ასეთ დროს კი არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქე ვირუსით დაიღუპება, თუ შიმშილით.
"მარტო კორონა ხომ არ არის?! რითი გარდაიცვლები ადამიანი, მძიმე ეკონომიკური პიროებებით თუ იმითი, ამიტომ ჩვენ დროზე უნდა ჩავერთოთ. ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება, რომ შრომა შეძლოს",-აღნიშნავს ეპისკოპოსი.