logo
ENG



ეპისკოპოსი საბა ინწკირველი: რუსეთი სისხლით არ ძღება, ბატონი თამაზიც მათი აგრესიის ნაწილია

09 ნოე 202322:57
3 წუთის საკითხავი
clock 481
2023/11/09/sgd9fw8kvtmg7ep.jpg

უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ყველაზე დიდი ბოროტება, საერთოდ, რაც არის, ომია, ადამიანების კვლა და გამართლება, რაც ჩვენ გვესმის რუსეთის ეკლესიის მხრიდან, ეს არის უფრო მეტად შემაშფოთებელი, ამიტომ, ჩვენ რაღაც მიკერძოებული ვიქნებით ერთი მხრიდან, როცა ჩვენ ვამტყუნებთ და ვამბობთ, რომ ომი გაუმართლებელია, ეკლესია ვერასდროს იტყვის, რომ ადამიანების კვლა და ომი შეიძლება იყოს გამართლებული, ნებისმიერი კუთხით, რაც არ უნდა იყოს ეს.

ამ შემთხვევაში, გვაქვს ფაქტი უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომ ერთი ქვეყანა დაესხა თავს მეორეს და აქ ალბათ, ზედმეტია საუბარიც, ვინ არის დამნაშავე. კი უნდათ ზოგჯერ ადამიანებს გაამტყუნონ, მაგრამ ეს როგორც თეთრი და შავი, ისეა. შეიძლება ვამბობდეთ, რომ ისტორია იტყვის, მაგრამ ისტორია ჩვენ ვართ, ჩვენ ვქმნით ისტორიას, ამიტომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ პრობლემა გვაქვს, მას აქვს პრობლემა უკრაინასთან. სამწუხაროდ, სისხლით არ ძღება ეს ქვეყანა. აი, ბატონი თამაზიც ნაწილია მათი აგრესიის.


close დახურვა