ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელთმთავარი, საბა ინწკირველი გადაცემა მრგვალ მაგიდასთან ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი არაფერმა უნდა გადაფაროს.
"უკრაინის პრობლემა არაფერმა უნდა გადაფაროს. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ამ ბოლო დროს, რომ თითქოს აღარ ახსოვთ უკრაინა, ასე არ არის, იმიტომ, რომ უკრაინის პრობლემაზე ძალიან ბევრი ქვეყნის ბედია დამოკიდებული. მათ შორის, მსოფლიოსიც. თუ როგორი შედეგით დამთავრდება უკრაინის ომი, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ამაზე", - აღნიშნა მღვდელმთავარმა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე საუბარი და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც მოუწევთ.
"მათ შორის, მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც, ამ დაძაბულ პერიოდში არ გვიწევს, მაგრამ მოგვიწევს შეკრება და პასუხის გაცემა შეკითხვებზე. შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ ნამდვილად, რა დამოკიდებულებაშიც ახლა არიან უკრაინასთან თუ ეკლესიებთან, ისე ვერ გააგრძელებს რუსეთის ეკლესია ამ პოზიციაზე ყოფნას და ალბათ, დიდი დისკუსიაც იქნება ამ თემებთან დაკავშირებით", - განაცხადა მან.