ერაყში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა ბანაკს თავს დაესხნენ, რა დროსაც 20 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის დროს კიდევ 60 ადამიანი დაშავდა. შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, დემონსტრანტებს ცეცხლი დილით გაუხსნეს. ბაღდადის ცენტრში მოწყობილ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. კორუფციისა და უმუშევრობის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლები ერაყში ოქტომბერში დაიწყო. საპროტესტო აქციებს უკვე 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ერაყში მომხდარ თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა
07 დეკ 201917:56
3 წუთის საკითხავი