ერაყში, მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 6 დემონსტრანტი მოკლეს. „როიტერსის" ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი ბაღდადსა და ქალაქ შატრაში გაუხსნეს. ეგრედ წოდებულ მწვანე ზონასთან პოლიციის ოფიცერიც დაიღუპა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დემონსტრანტებმა ხიდი გადაკეტეს და რესტორანს ცეცხლი წაუკიდეს. ერაყში ანტისამთავრობო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. საპროტესტო ტალღას 250-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერაყში საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა 6 დემონსტრანტი მოკლეს
05 ნოე 201908:42
3 წუთის საკითხავი