logo
ENG



ერდოღანი 50%-ს ჩამოსცდა - დათვლილია ხმების 89.24%

15 მაი 202300:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/15/fo9nm3ljxksi6md.png

ხმების 89.24%-ის დათვლის შედეგად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, თუმცა მეორე ტურის შანსი გაიზარდა - ის 50%-ს ჩამოსცდა. ოპოზიციონერ ლიდერს ქემალ ქილიჩდაროღლუს 44.30% აქვს.

თუ საბოლოო შედეგებით რომელიმე კანდიდატი 50%-ს ვერ გადასცდება, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.


close დახურვა