თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დასავლეთი რუსეთის მიმართ პროვოკაციულია.
"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ არის სწორი. ეს არის პროვოკაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა," - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, თურქეთი რუსეთთან მტკიცე კავშირს ინარჩუნებს. ანკარამ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა, თურქულმა ბანკებმა რუსული გადახდის სისტემა მიიღეს და ამასთან, თურქეთმა წელს რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა.