logo
ENG



ერდოღანის ინიციატივაა, ჰესის აფეთქების გამოსაძიებლად საერთაშორისო კომისია შეიქმნას

07 ივნ 202320:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/hlfjxz30s7c2vlo.jpg

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოკუპანტების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების გამო, საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

მედიების ცნობით, ეს საკითხი ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა. მისი ინიციატივით, კომისიაში უნდა შედიოდნენ როგორც გაეროს, ასევე, თურქეთის წარმომადგენლები.

გუშინ რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებზე ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე:


close დახურვა