თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი აცხადებს, რომ თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთთან საუბარი უნდა გააგრძელონ, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.
იბრაჰიმ კალინმა დოჰას საერთაშორისო ფორუმზე ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერა რათა კიევმა თავი დაიცვას.
„თუ ყველა გაანადგურებს ხიდებს რუსეთთან, მაშინ ვინ დაელაპარაკება მათ დღის ბოლოს.
უკრაინელებს სჭირდებათ ყველანაირი შესაძლო მხარდაჭერა, რათა დაიცვან თავი. მაგრამ რუსების მხარეც უნდა მოვისმინოთ, გვინდა თუ არ გვინდა“, - განაცდახა იბრაჰიმ კალინმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააკრიტიკა, თუმცა NATO-ს მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს მხარს არ უჭრეს.