თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლში ბაიდენთან შეხვედრა 9 მაისს იგეგმებოდა.
როგორც გამოცემა თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის ახალ თარიღს მალე დაადგენენ. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა შეხვედრის გადადების მიზეზი.
2019 წლის შემდეგ, ეს თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება ვაშინგტონში.