logo
ENG



ერევანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს

29 აგვ 202222:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/29/0qnxreq77by2gle.jpg

ერევანში, სავაჭრო ცენტრ სურმალუში მომხდარი აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის დირექტორი მოადგილეა.

პროკურატურის ცნობით, დირექტორის მოადგილეს ბრალად ედება სავაჭრო ცენტრში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების გაუფრთხილებლობით დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები.

უწყების ცნობითვე, დირექტორის მოადგილე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია.

გარდა ამისა, დაკავებულია კიდევ სამი პირი, რომლებსაც ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე წაუყენეს. პოლიცია მათ ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

ერევანში, სავაჭრო ცენტრ სურმალუში აფეთქება 14 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. გარდაიცვალა 16-მდე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

აფეთქებისას დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.


close დახურვა